სასწავლო პროექტი

ჩვენი სოფლის  ისტორია                        
  

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან    საკუთარი სოფლის ისტორიას. რატომ ეწოდა ჩვენს სოფელს ნატანები.  

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო  მასალის   შესახებ. შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციიდან ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთებას.

პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაიგებენ მათი სოფლის  წარმოშობისა და სახელწოდების შესახებ. გაეცნობიან სოფელში გამორჩეული  ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შეძლებენ კვლევის ჩატარებას.

მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წ 

ვადები: 2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთებას მოცემულ თემაზე. მოიძიებენ ინტერნეტში, სხვადასხვა ძველ ჟურნალებში, გაზეთ ,,ნატანებელში'' საჭირო  მასალებს და გაუზიარებენ ერთმანეთს  მიღებულ ცოდნას. გააკეთებენ კედლის გაზეთს  ,,ნატანები გუშინ, დღეს, ხვალ’’.                

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ჟურნალ-გაზეთები, სლაიდები, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა:
აქტივობა პირველი: კლასს გავაცნობ  რა სამუშაოს შესრულება მოუწევთ მოსწავლეებს ამ პროექტის  განხორციელებისას.  კლასს გავყოფ სამ ჯგუფად.
აქტივობა მეორე: თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას.
პირველი ჯგუფის დავალება იქნება  მოიძიონ ცნობები ნატანების წარმოშობისა და სახელწოდების შესახებ.
მეორე ჯგუფის დავალება იქნება მოიძიონ  ინფორმაცია სოფლის გამორჩეული ადამიანების შესახებ.
მესამე  ჯგუფი გააკეთებს კედლის გაზეთს.

საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია.

ისტ. X. 3. გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევებს. 

შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
  • ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში მოიძიებს საჭირო ლიტერატურას (ინფორმაციას).


პროექტის ხელმძღვანელი: მიხეილ ჭყონია.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mixeil.chkonia@gmail.com